“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნად შალვა პაპუაშვილი დაინიშნა

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნად შალვა პაპუაშვილი დაინიშნაპარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარძემ აღნიშნა, პაპუაშვილის სამსახურის ფუნქციებში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაციაა.

„პირველი საკითხი იყო ახალი მდივანი, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ და მოიწონა უმრავლესობამ. საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია“, – განაცხადა მდინარაძემ.