ყვარელში მანქანა მოტოციკლს შეეჯახა – 1 ადამიანი დაშავდა

ყვარელში მანქანა მოტოციკლს შეეჯახა - 1 ადამიანი დაშავდაყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც მოტოციკლის მძღოლია. კაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.