ქობულეთში, სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მეზობელს სახლის სახურავის გაკეთებაში ეხმარებოდნენ.
შემთხვევა გუშინ, 17 მარტს, საღამოს მოხდა.
მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის ლოდექსის” 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

