რატომ არ აიცრა ეკატერინე ტიკარაძე ასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ – “ჩვენ ვუთმობთ ვაქცინას ექიმებს”

რატომ არ აიცრა ეკატერინე ტიკარაძე ასტრაზენეკას ვაქცინით საჯაროდ - "ჩვენ ვუთმობთ ვაქცინას ექიმებს"უკავშირდება თუ არა საჯაროდ აცრის არგაკეთება იმას, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში დროებით შეჩერდა?

ამ კითხვას 15 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა დღის კურიერში უპასუხა:

– არა, ეს არ არის მიზეზი, რატომაც არ გავიკეთე ვაქცინა, თუმცა, პრობლემას ვერ ვხედავ, თუ საზოგადოებაში კითხვებს ბადებს ეს ფაქტი, რომ უახლოეს პერიოდში გავიკეთო აცრა, მომავალშიც შემოვა საქართველოში ვაქცინები, მაგალითად, ჩინური ვაქცინა, რომელთანაც შეიძლება არსებობდეს კითხვები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ან სხვა საჯარო მოხელემ საჯაროდ გაიკეთოს. აცრები უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მათი არევა

– რატომ სურს აცრის გაკეთება ექიმთა იმაზე ნაკლებ რაოდენობას, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო?

– ამ მომენტისთვის 500 ექიმია აცრილი. იმედია, ვაქცინის მიმართ ნდობა გაიზრდება და უფრო მეტი ადამიანი აიცრება. მათ შორის ექიმებიც. ჩვენ საკუთარ ვაქცინას ექიმებს ვუთმობთ.