როგორ მოექცევა თეა წულუკიანი ნაციონალების მომხრე კულტურის მუშაკებს?

როგორ მოექცევა თეა წულუკიანი ნაციონალების მომხრე კულტურის მუშაკებს?საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, თეა წულუკიანმა 19 მარტს შალვა რამიშვილთან „პოსტ ტვ-ის“ ეთერში იუსტიციის მინისტრობის პერიოდსა და კულტურის სამინისტროში მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შალვა რამიშვილმა წულუკიანს კითხვა დაუსვა იმ ადამიანებზე, რომლებიც კულტურის სფეროში საქმიანობენ და ნაციონალების მიმართ სიმპატიას გამოხატავენ.

თეა წულუკიანმა მას ასე უპასუხა:

“თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, შევეცდები, მისი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი მე ამას, ანუ თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას“.

მისი თქმით, თუ დასაქმებულის განსხვავებული მოსაზრებები ორგანიზაციის საქმიანობას ხელს არ უშლის, მაშინ ის პრობლემას ვერ ხედავს.

„მაშინ მე პრობლემას ვერ ვხედავ, ეს განსხვავდება სამინისტროს აპარატისგან. ხელოვანი იმის ხელოვანია, რომ ჰქონდეს თავისუფლება, – განაცხადა წულუკიანმა.

პუბლიკა