რონალდუს კაპიტნის სამკლაური 6 თვის ბიჭუნას დაეხმარება

რონალდუს კაპიტნის სამკლაური 6 თვის ბიჭუნას დაეხმარებაპორტუგალიის ნაკრების კაპიტნის სამკლაური აუქციონზე გაიყიდება.

კრიშტიანუ რონალდუმ სერბეთთან მატჩის შემდეგ გაბრაზებულმა სამკლაური მოხსნა და მიწაზე დააგდო.

როგორც გაირკვა, ის სტადიონის მომსახურე პერსონალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აიღო და გადასცა ჯგუფს, რომელიც ცდილობს ფულის შეგროვებას 6 თვის სერბი ბიჭუნასთვის, რომელიც ზურგის კუნთოვანი ატროფიით არის დაავადებული.

რონალდუს სამკლაური აუქციონზე 3 დღის განმავლობაში დარჩება.

შეგახსენებთ, რონალდუმ კაპიტნის სამკლაური მას შემდეგ მოიხსნა, რაც მსაჯმა ბოლო წუთზე აშკარა გოლი არ ჩაუთვალა და თამაში 2:2 დასრულდა.

მსოფლიო სპორტი