რუსთავში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დაშავდნენ.
დაშავებულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

