“საბანაძე ღარიბაშვილმა გაუშვა”

"საბანაძე ღარიბაშვილმა გაუშვა"მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ევროკავშირში საქართველო ელჩის, ნატალია საბანაძის გადადგომაზე საუბრობს.

– ნატალია საბანაძის წასვლაზე რას ფიქრობთ?

– ისეთი სერიოზული დაპირისპირება მომხდარა მასა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის, ახლა, ბრიუსელში ვიზიტის დროს, რომ წავიდოდა ნამდვილად. უბრალოდ,  არ მინდა ჭორაობა დავიწყო, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ სერიოზულად დაეტაკნენ ერთმანეთს.

– ამ ვიზიტისას დაუპირისპირდნენ თუ მანამდეც მზადდებოდა ნატალია საბანაძის გაშვება?

– არა, სწორედ ამ ვიზიტისას მოხდა ეს ყველაფერი. ძალიან არასასიამოვნო საუბარი მოხდა მათ შორის და მოდით, ნუ შევალთ დეტალებში.

– ანუ ღარიბაშვილმა გაუშვა?

– კი, ასე იყო. 8 წელია ელჩია ევროკავშირში და, გარდა იმისა, რომ კარგი განათლება აქვს პოლიტოლოგიაში, ამ ხნის მანძილზე სერიოზულ გამოცდილებას მიიღებდა ამ პოსტზე. ძალიან სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ასეთ კადრს კარგავს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა