საფრანგეთმა ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეაჩერა

საფრანგეთმა ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება შეაჩერასაფრანგეთის ვაქცინაციის კამპანიის ხელმძღვანელი, პროფესორი ალენ ფიშერი ფიქრობს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების შეჩერება დროებითია.

როგორც ფიშერმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ვაქცინაციის შემდეგ გვერდითი ეფექტები გამოუვლინდათ, მცირეა.

„რაც არ უნდა მოხდეს, ანალიზის საბოლოო ელემენტი სარგებელ-რისკია,“ – აღნიშნა საფრანგეთის ვაქცინაციის კამპანიის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც ასტრაზენეკას  ვაქცინის გამოყენება რამდენიმე ადამიანში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების გამო შეწყვიტეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს შემთხვევები ვაქცინაციას უკავშირდება.