“სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს” – ლევან იოსელიანი

"სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს" - ლევან იოსელიანიპარტია “მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ოპოზიციამ სასამართლოს რეფორმა არ უნდა დათმოს ვადამდელი არჩევნების გამო.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, სასამართლო რეფორმა პირადად მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

„დოკუმენტში, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ეს ეხება სასამართლოს რეფორმირების საკითხს. პოლიტპატიმრების საკითხი, მე მგონია, რომ პოზიტიურად გადაწყდება. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს – სასამართლოს რეფორმაზე უარის თქმა ვადამდელი არჩევნების გამო არ ღირს, ეს ჩემი პერსონალური აზრია. ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა ვებრძოლოთ პრობლემის საფუძველს და არა პრობლემის შედეგს”, – განაცხადა იოსელიანმა.