სუსის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გადადგა

სუსის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გადადგასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ხოჯევანიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე 2019 წელს დაინიშნა.