თეა წულუკიანი – “გახარიას გადადგომა არასწორია და მისთვის საზიანო”

თეა წულუკიანი - "გახარიას გადადგომა არასწორია და მისთვის საზიანო"“ქართული ოცნების” დეპუტატის, თეა წულუკიანის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გახარიას გადადგომა არასწორი გადაწყვეტილება იყო და პირადად მისთვის საზიანო.

“მაშინ როდესაც მე ვავადმყოფობდი, ბატონი გიორგი გახარია გადადგა, სამწუხაროდ. ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო, არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, მისთვის პირადად, გიორგი გახარიასთვის, მისივე ეს გადაწყვეტილება არის საზიანო”, – თქვა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

მისი წასვლის შემდეგ “ქართულ ოცნებას” აქტიურად ტოვებენ “გახარიას კადრები”.

მთავარი