კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველ მოადგილედ კახა სიხარულიძე წარადგინა.
„ბატონი კახა ჩვენ ოთხს შორის ყველაზე პატივსაცემი ადამიანია, მას ჩვენ შორის აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება საჯარო სფეროში მუშაობისა და ასევე აქვს პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნის ჩვენზე მეტი გამოცდილება. ბატონი კახა სიხარულიძე გახლავთ კარიერული დიპლომატი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის კიდევ 2 მოადგილე სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია იქნებიან.
თეა წულუკიანი მინისტრად პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად დაინიშნა. მის დანიშვნას ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 19 მარტს მოაწერა.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

