თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბითლისის პროვინციაში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად, 9 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 4 დაშავდა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი ბინგიოლიდან ტატვანში მიემართებოდა. მასთან კავშირი შუადღით შეწყდა, რის გამოც უპილოტო საფრენი აპარატებით საძიებო სამუშაოები დაიწყო. დადგინდა, რომ ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.
მომხდარის მიზეზებად ამინდის გაუარესება და ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.
დაღუპულთაგან ერთ-ერთი ელიაზიგში თურქეთის სახმელეთო ჯარების მერვე კორპუსის სარდალი, გენერალი სემიჰ იშიქვერია.
იპნ

