„ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვედი,” – რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში, შოუბიზნესის 50-მდე წარმომადგენელთან ერთად ჩამოვიდა
მათი მასპინძელი მირანდა მირიანაშვილია – რუსეთში ცნობილი მომღერალი და მილიარდერი ბიზნესმენის მეუღლე, რომელიც საქართველოში თავისი პოლიტიკური აქტივობებითაც ვიცნობთ. სწორედ მირიანაშვილმა დააორგანიზა რუსთავი 2-თან საპროტესტო აქცია მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა.
ვლადიმერ პოზნერი საქართველოში რუსეთიდან ჩარტერული რეისით, ყოველგვარი რეგულაციებისა და შეზღუდვების გარეშე, ჩამოფრინდა. კრემლის პროპაგანდისტისა და პუტინთან დაახლოებული ჟურნალისტის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. მასთან ერთად ჩამოვიდნენ სხვა სტუმრებიც.

