ბარსელონამ სამეფო თასი მოიგო

ბარსელონამ სამეფო თასი მოიგოსევილიაში ესპანეთის სამეფო თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც „ბარსელონამ“ ბილბაოს „ატლეტიკი“ 4:0 გაანადგურა.

კატალონიურმა კლუბმა ისტორიაში 31-დ მოიპოვა ეს პრიზი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

საწერი და განსახილველი ბევრი არაფერია. ალბათ ეს ყველაზე იოლი მატჩი გამოდგა კატალონიელებისთვის ამ სეზონში.

მართალია, პირველ ტაიმში გოილები არ გასულა, მაგრამ ერთი ხანი მათმა ბურთის ფლობის პროცენტმა 90-ს გადააჭარბა…

მეორე ნახევარში კი 4 ბურთი 12 წუთის ინტერვალში გავიდა. ანგარიში გრიზმანმა გახსნა. მეორე გოლი დე იონგმა გაიტანა. შემდეგ კი მესის დროც დადგა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.