ბენო ქაშაკაშვილი – “პოზნერი ასეთ ცუდ დახვედრას არ ელოდა, ცუდი რეაქცია ჰქონდა”

ბენო ქაშაკაშვილი - "პოზნერი ასეთ ცუდ დახვედრას არ ელოდა, ცუდი რეაქცია ჰქონდა"ვლადიმერ პოზნერისთვის მოულოდნელი იყო ასეთი დახვედრა, ცუდი რეაქცია ჰქონდა, – ამის შესახებ სასტუმრო „ვინოტელის“ მფლობელმა, ბიზ­ნეს­მენმა ბენო ქა­შა­კაშ­ვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პოზნერი საქართველოს ხშირად სტუმრობს, თუმცა შარშან პანდემიის გამო არ ჩამოსულა.

„ბოდიში, ძალიან მძიმე ღამე მქონდა, არც დილაა იოლი.. სტუმრები წავიდნენ, აღარ არიან, აღარც ჩამოვლენ. მე კი ბოდიში – ალბათ გამიგებთ… ჩემთვის მოულოდნელი და სამწუხარო იყო ეს ყველაფერი. ისინი ყოველ წელს ჩვეულებრივ დადიოდნენ აქ, სხვაგან და ა.შ.

რაც შეეხება „კომენდანტის საათის“ დროს რესტორნის გახსნას, მათ ჩამოფრენა დააგვიანეს და ვეღარ შევცვალე გეგმა, დაგვსაჯეს კიდეც ამისთვის – 10-ათასი ლარიანი ჯარიმით. შარშან პანდემია იყო და არ ჩამოსულან. შარშანწინ ამ დროს კი იყვნენ ჩამოსულები. ვლადიმერ პოზნერისთვის მოულოდნელი იყო ასეთი დახვედრა, ცუდი რეაქცია ჰქონდა“, – ამბობს ქაშაკაშვილი.

კითხვაზე, რატომ არ თქვა ბიზნესმენმა უარი კანონდარღვევაზე, რითაც თავიდან აიცილებდა ჯარიმასაც და ხალხის რისხვასაც, ბიზნესმენი აცხადებს, რომ მათ მოსვლა დააგვიანეს.

„დააგვიანეს მოსვლა, უარს ვერ ვეტყოდი, ყველა ყოველთვის აგვიანებს და კანონი არა შეგნებულად დაირღვა, თანაც – პირველად. ასეთ დიდ ჯარიმას არ ვიმსახურებდით, მგონია, არც – რისხვას, გამომდინარე მათი ადრინდელი ვიზიტებიდან ჩვენთან, თუ სხვა სასტუმროში“, – აცხადებს ქა­შა­კაშ­ვილი.

იპნ