„ტრიბუნის“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებაში” ირაკლი კობახიძის პოზიციები დასუსტდა:
– ღარიბაშვილი კობახიძის დაკრულზე არ იცეკვებს და მის მიერ შედგენილი სიით არ ივლის, რომ მხარდაჭერა ითხოვოს. ეს ღარიბაშვილისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება, მით უმეტეს, რომ პარტიის რიგით წევრებს შორის ღარიბაშვილს გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე კობახიძეს.
– თუმცა პარტიაში დასაყრდენი კობახიძესაც ხომ აქვს მდინარაძე-თალაკვაძისა და სხვების სახით?
– კი, მაგრამ ეგენი პარტიისთვის უავტორიტეტო ხალხია და მისთვის არაფერს ნიშნავს. ეგენი მერე მიტმასნილი ადამიანები არიან. აქედან გამომდინარე, რიგითი წევრები მათ მხარს არ უჭერენ.
– მოუწევს კობახიძეს „ქართული ოცნებიდან“ საერთოდ წასვლა თუ მას, უბრალოდ, ჩააჩოჩებენ?
– არ ვიცი. ეს უკვე მისი თავმოყვარეობის საკითხია და იმაზეა დამოკიდებული, როგორ გადაიტანს, მაგრამ ის, რომ კობახიძე ღარიბაშვილის უფროსი ვერ გახდება პარტიაში ვერანაირად, ისეთივე ცხადია, როგორც ორჯერ ორი ოთხია.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა