დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევას 70 წლის ქალი ემსხვერპლა

დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევას 70 წლის ქალი ემსხვერპლადიდ დიღომში აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა – “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, გარდაცვლილი, დაახლოებით, 70 წლის ქალია.

შემთხვევა დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მოხდა, საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა. თვითმხილველების თქმით, ჩამონგრევის დროს აივანზე ქალი იდგა, რომელიც, სავარაუდოდ, სარეცხს ფენდა.