“გაიტანონ ეს პოლიტიკური ნაგავი „ქართულმა ოცნებამ“, 5 კაცისთვის ვერ მიუხედიათ“- გია გაჩეჩილაძე

"გაიტანონ ეს პოლიტიკური ნაგავი „ქართულმა ოცნებამ“, 5 კაცისთვის ვერ მიუხედიათ“- გია გაჩეჩილაძეუცნობმა, იგივე გიორგი გაჩეჩილაძემ დღევანდელი აქციის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

“გაიტანონ ეს პოლიტიკური ნაგავი „ქართულმა ოცნებამ“, რისთვისაც აირჩია ხალმა, ის გააკეთონ. 8 წელიწადია ყელში ამოვიდა მაგათი ამბავი, 5 კაცისთვის ვერ მიუხედიათ. დავიღალეთ, გაიყინა ქვეყანა, აღარ ჩანს არაფერი, მოგწონთ რაც ხდება ამ ქვეყანაში? დავიღალეთ, გესმით თქვენ? გაიტანოს ნაგავი თუ შეუძლია, მაგრამ არ შეუძლია ეტყობა 8 წლის განმავლობაში, არაფრის გაკეთება მას არ შეუძლია…

ხვალინდელი დღე არის დასაწყისი დასასრულის ამ ყველაფერის, რაც ახლა ხდება. ამ სტუდიიდან, სადაც ახლა მე ვზივარ, ვაპირებ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას საზოგადოებასთან ერთად, ინტერაქტივებით და ა.შ. რომ გავათრიოთ თუ მათ არ შეუძლიათ ეს ნაგავი საზოგადოებამ გაათრიოს ამ ქვეყნიდან, პოლიტიკურ ნაგავზე მაქვს ლაპარაკი,“ – ამბობს გია გაჩეჩილაძე “რუსთავი 2”-ის ეთერში.