“გახარიას მაღალი რეიტინგი ვარდნას დაიწყებს, მთავარია, მან ეს დროზე შეაჩეროს” – გია ხუხაშვილი

"გახარიას მაღალი რეიტინგი ვარდნას დაიწყებს, მთავარია, მან ეს დროზე შეაჩეროს" - გია ხუხაშვილიპოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გახარიას გუნდის პერსპექტივებზე საუბრობს.

– დეპუტატები, რომლებმაც “ქართული ოცნება” დატოვეს, ოპოზიციის ადგილას გადასხდნენ. რეალურად გაჩნდა ოპოზიცია პარლამენტში და გახარიამ დაიწყო ოპოზიციური საქმიანობა აქტიურად თუ ეს არის იმიტაცია?

– ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც შეცვლის პოლიტიკურ მოზაიკას ქვეყანაში.კითხვები ჩნდება. უნდა დავაკვირდეთ რამდენად დამაჯერებელი იქნება მათზე პასუხები.

– თქვენ რა კითხვები გიჩნდებათ და მოვლენათა როგორი განვითარება წარმოგიდგენიათ?

– ცნობილი კითხვებია დაწყებული იმით, რომ თვითონ იყო ხელისუფლებაში და, შესაბამისად, პასუხისმგებელია ბევრ რამეზე, რაზეც ახლა თავად უნდა აკრიტიკოს ხელისუფლება. მას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში, მაგრამ ეს არის ე. წ. მოლოდინის რეიტინგი, ეს ჯერ არ არის პოლიტიკური რეიტინგი. იმიტომ, რომ ჯერ არ გამოსულა პოლიტიკურ ველზე და ველზე შემოსვლის შემდეგ ეს რეიტინგი დაიწყებს დაზუსტებას.

ის დაიწყებს ვარდნას და რა ნიშნულზე გაჩერდება, ეს ჩვენ არ ვიცით. 40%-ის შენარჩუნება მას გაუჭირდება, მაგრამ თუ ის მოახერხებს იმას, რომ ეს ვარდნა სადღაც შეაჩეროს, კარგი იქნება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა