ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას კადრებისგან წმენდს – ტვ. პირველის ინფორმაციით, კანცელარიის 100-ზე მეტ თანამშრომელს ბრძანება ნომრით 113 უკვე ჩაბარდა. უშვებენ ყველას, ვისაც გახარიასთან შემხებლობა ჰქონდა. გახარიას დროს მიღებული კადრები გაართხილეს, რომ შესაძლოა მათი დიდი ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩეს.
“პირველებს” ჩაუვარდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია დაიწყო. შექმნილია სპეციალური კომისია, თუმცა არავინ იცის, კონკრეტულად ვის გაუშვებენ.

