გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც მალე ოფიციალურად უნდა გახდეს ცნობილი, საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, გიორგი აბუაშვილი პორტუგალიურ გრანდ “პორტუს” რიგებში ჩაირიცხა.
მარცხენა ნახევარმცველი, რომელიც ტრანსფერის დადასტურებამდე თბილისის “დინამოს” წევრად მიიჩნევა, სრულწოვანი ახლახან გახდა.
აბუაშვილი გამორჩეული იყო ასაკობრივ ნაკრებში და შვეიცარიელი თანატოლების წინააღმდეგ მისი მშვენიერი გოლიც გვახსოვს.
სპორტალი