გიორგი ხოჯევანიშვილი – “ხელახალ არჩევნებს შეიძლება მხარი დავუჭიროთ”

გიორგი ხოჯევანიშვილი - "ხელახალ არჩევნებს შეიძლება მხარი დავუჭიროთ"პარლამენტის დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელმაც დღეს 5 თანაგუნდელთან ერთად “ქართული ოცნება” დატოვა და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა, აცხადებს, რომ, შესაძლოა, ხელახალი არჩევნების დანიშვნას მხარი დაუჭირონ.

“მე პირადად და ჩემი გუნდი მივიჩნევთ, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნას, თუ იქნება ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს რადიკალიზაცია დამთავრდეს, შესაძლოა, მხარიც დავუჭიროთ.

არჩევნები არ გაყალბებულა, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ყოფილიყო მცირედი დარღვევები, რომელიც ზეგავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.

ნიკა მელია და გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არ არიან.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, მას ძალიან ბევრი პრობლემები აქვს დღეს. სასამართლო სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს, რადიკალურად განსხვავდება იმ სასამართლო სისტემისგან, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა 2012 წლამდე,”-აცხადებს ხოჯევანიშვილი.

რუსთავი 2