გიორგი მიქაუტაძე ზაფხულში მეცში დაბრუნდება

გიორგი მიქაუტაძე ზაფხულში მეცში დაბრუნდებასაქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ზაფხულში “მეცში” დაბრუნდება და თავის შანსს მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ფრედერიკ ანტუნეტიმ გაავრცელა.

“გიორგიმ ბელგიაში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა და მისი გვეიმედება. ის ზაფხულში დაბრუნდება და თავისი შანსი მიეცემა. ქართველი შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან ოსტატურია, რაც ჩვენ ძალიან გვაკლია”, – ამბობს ანტუნეტი.

მიქაუტაძე ამჟამად ბელგიის მე-2 დივიზიონის ბინადარ “სეარინგში” თამაშობს  იჯარით,.მან 20 მატჩში 19 გოლი შეაგდო.

მან 2021 წლის მარტში “მეცთან” კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

ფრანგული გუნდი ლიგა 1-ის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 42 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.

სპორტალი