ირანში მიწისძვრა მოხდა

ირანში მიწისძვრა მოხდაირანში, სპარსეთის ყურის მახლობლად მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 5.9 მაგნიტუდა შეადგინა. მას კიდევ ათეულობით მიწისქვეშა ბიძგები მოჰყვა. მომდევნო სამი მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდა 4-ს შეადგინა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „ირნა“ იუწყება.

მედიასაშუალების მონაცემებით, ამ დროისთვის ცნობილია ხუთი დაშავებულის შესახებ.

ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა ეპიცენტრში – ქალაქ ბანდარ-გენავეში გადაღებული კადრები, რომელშიც ჩანს შენობების ჩამოშლილი და დაბზარული კედლები. ვრცელდება მეწყერის კადრებიც.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ირანში დღეს 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ეპიცენტრი ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.