იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ერთ-ერთ მოადგილედ თორნიკე ჭეიშვილი დაინიშნა.
თორნიკე ჭეიშვილი განათლებით იურისტია. დღემდე ის საქართველოს პარლამენტში მუაშობდა; მონაწილეობდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში.
თორნიკე ჭეიშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
თორნიკე ჭეიშვილი იუსტიციის სამინისტროში კურირებას გაუწევს სამართალშემოქმედებითი და ანალიტიკური დეპარტამენტების, აგრეთვე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მუშაობას.
ის იქნება იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.

