კახა კალაძე უცხოეთში გაემგზავრა – “ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ”

კახა კალაძე უცხოეთში გაემგზავრა - "ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ"“უცხოეთში მომიწია გამგზავრება, რამდენიმე დღე არ ვიქნები თბილისში”,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, იპოდრომის პარკის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მიმართვის ბოლოს კალაძე საზოგადოებას დაემშვიდობა და ჯანმრთელობა უსურვა.

მისი თქმით, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს საკუთარ თავზე ცოტა ხნის წინ გამოცადა.
“დარწმუნებული ვარ რომ ქალაქს ძალიან მალე ექნება კიდევ ერთი ძალიან მაგარი რეკრეაციული სივრცე სადაც ყველა თაობის ადამიანი შეძლებს დასვენებას და განტვირთვას. ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა, ყველას მინდა მშვიდობა გისურვოთ, ჯანმრთელობა, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზეც გამოვცადე სამწუხაროდ. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად”,- განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ კალაძე უცხოეთში ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად გაემგზავრა.

რეპორტი