„მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ასე მოუმზადებლად არ შეიძლებოდა“ – ხათუნა გოგორიშვილი

„მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ასე მოუმზადებლად არ შეიძლებოდა“ - ხათუნა გოგორიშვილი„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ ერთიანობით შესაძლებელია ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამარცხება.
– რა გაძლევთ საფუძველს, თქვათ, რომ „ოცნებას“ დაასრულებთ? 
– ოპოზიციის  ერთიანობა ადამიანებს შემოაბრუნებს პოლიტიკისკენ. ახლა ნიჰილიზმი იმან გამოიწვია, რომ კინკლაობა და აზრთა სხვადასხვაობაა.
ის, რომ „ქართული ოცნება“ დასრულებულია, „ოცნებაში“ უკეთესად იციან და ამის მაჩვენებელი ძალიან ბევრი რამეა. რა ხდება პანდემიასთან, ლართან თუ ეკონომიკასთან დაკავშირებით, ამაზე აღარაფერს ვამბობ. თურმე ახლა იწყებენ გადატვირთვას. აქამდე რას აკეთებდნენ, ვერ გაიგებ.
– რას გააკეთებს ოპოზიცია, რომ ეს ხალხი საკუთარი მიმართულებით მიიზიდოს?
– შველა ერთ რამეშია. ეს არის ერთობა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა ასე მოუმზადებლად არ შეიძლებოდა. აუცილებელი იყო პირველ რიგში 20 ივნისს დაზარალებულებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა და ასევე ხალხთან შეხვედრა და ახსნა.
ბოდიშის მოხდა არავის უნდა შერცხვეს. არ არის სირცხვილი, მიხვიდე მაკო გომურთან და უთხრა ბოდიში და უთხრა, რომ იცი რა, მაკო, მე არც ერთი სანტიმეტრით არ დავიხევ უკან იმისთვის, რომ ადამიანი, რომელმაც შენ ასე გაგიმეტა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა