ხატია დეკანოიძე – “გახარიას ოპოზიციონერობა ჩემთვის ბურუსითაა მოსილი”

ხატია დეკანოიძე - "გახარიას ოპოზიციონერობა ჩემთვის ბურუსითაა მოსილი"გიორგი გახარიას ოპოზიციონერობა ამ შემთხვევში ცოტა გაურკვეველი და ბურუსით მოსილია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ მედიასთან განაცხადა.

მისთვის, ამ ეტაპზე, უმრავლესობიდან წასული დეპუტატები და გიორგი გახარია მისთვის ოპოზიციას არ წარმოადგენს.

„სანამ რაღაც ოპოზიციონერობაზე განაცხადებენ პრეტენზიას, მანამდე ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. პირველი, როგორ შეფასებას აძლევს ივანიშვილის ხელისუფლებას და ივანიშვილის რეჟიმს, როგორ შეფასებას აძლევს ყველა იმ გავლილ წლებს, როდესაც თვითონ იყო პრემიერი, მათ შორის, მაღალ თანამდებობებს იკავებდა. ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს ადამიანების დარბევაზე. თუ მას არ გაუცია ეს ბრძანება, მაშინ რატომ არაფერი არ თქვა?!

თუ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი, ისიც და მისი გუნდის წევრებიც კონკრეტულად, ადეკვატურ შეფასებას დაიმსახურებენ საზოგადოების მხრიდან_ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კითხვას, შეიძლება თუ არა განიხილონ უმრავლესობიდან წასული დეპუტატები და გიორგი გახარია, როგორც ბიძინა ივანიშვილის პროექტი, დეკანოიძე პასუხობს, რომ „მას არ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოვლისშემძლეა“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ირღვევა, ამასთან იშლება პარლამენტშიც.

„თუ რაიმე სახის პოლიტიკური კონიუნქტურა ექნება გიორგი გახარიას და მასთან ასოცირებულ ადამიანებს, პირველ რიგში, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ “ქართული ოცნება“ ირღვევა. ასეც არის, „ქართული ოცნება“ დაირღვა, იშლება პარლამენტშიც“, – აღნიშნა დეკანოიძემ.