ხვიჩა კვარაცხელია 5 მილიონი ევროთი გაძვირდა

ხვიჩა კვარაცხელია 5 მილიონი ევროთი გაძვირდაTransfermarket-მა ფეხბურთელთა საბაზრო ფასები განაახლა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და “რუბინის” შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

ახლა 20 წლის ქართველის ფასი 15 მილიონ ევროს შეადგენს, წინა მონაცემებით კი ის 10 მილიონი ევრო გახლდათ.

რა თქმა უნდა, ამ მონაცემით ხვიჩა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია, შემდეგ კი დავით ხოჭოლავა (3500.000) და გიორგი ჩაკვეტაძე (3. 200.000) მოდიან.

კვარაცხელია “რუბინში” ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე მაღალფასიან მოთამაშეებში კი მე-5 პოზიციას იკავებს.

სპორტალი