ლევან ბერძენიშვილი – “გახარიას პერსპექტივა არ აქვს”

ლევან ბერძენიშვილი - "გახარიას პერსპექტივა არ აქვს"ლევან ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიასთან თანამშრომლობის სურვილი არ გააჩნია:

– როდესაც სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის საგარეო მინისტრობიდან გადადგა, ნახევარი საქართველო მივიდა მასთან და ეგონათ, რომ დიდი ლიდერი იქნებოდა, მაგრამ მერე რაც მივიღეთ აქედან, დასკვნა თქვენთვის მომინდია. გახარიაზეც დიდი იმედები აქვთ, მაგრამ დიდი პერსპექტივა მას არ აქვს. იმიტომ, რომ ეს არის კაცი, რომელმაც მაკო გომურს თვალი წაართვა.

– ბიძინას არ ხედავთ მის უკან?

– რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, არ ვიცი. შეიძლება არ იყოს ბიძინა და უარესიც იყოს. შეიძლება კრემლის სხვა კაბინეტიდან იყოს მართული, მაგრამ შეიძლება მე და თქვენ უკან წავიღოთ ეს სიტყვები, ისე დაგვარწმუნოს ამ კაცმა თავის სიმართლეში.

თუ ვინმე იმედიანად არის განწყობილი, რომ ჩვენს პოლიტიკას ასეთი ვარსკვლავი გაანათებს, მე ასეთი არ ვარ. თუმცა, მომავალში ვერავინ ვერ განჭვრეტს. გახარიას გონიერება რომ არ აკლია, რად უნდა ამას ლაპარაკი. უჭკუო კაცი ნამდვილად არ არის, მაგრამ პოლიტიკას არ ჰყოფნის ეს და ცოტა მეტია საჭირო.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა