ლია ლიქოკელმა ფეისბუქში დაწერა:
“ეს იყო გრძელი, ძნელი დღე.
დღე ყველაზე ძვირფასი ადამიანის კარგად ყოფნაზე დარდის.
ყოჩაღად უნდა ვყოფილიყავი და ვიყავი ყოჩაღად.
მოვედი სახლში და გავტყდი.
დიდმა წვიმამ გადაიარა. კარგად იქნება ისიც.
დაველოდები, როდის შეძლებს ტელეფონის აღებას და ჩემთან დარეკვას.
მისი ხმა ამომიკემსავს მასზე დარდის ბზარებს.
ამომილესავს დაღლის ნაპრალებს.
და შემაწებებს ისევ თავიდან,
ამომაგვირისტებს იმ თავისი მშვენიერი, ძვირფასი ხმით,
როცა მეტყვის, რომ კარგადაა.
როცა დედა კარგადაა,
ყველაფერი შეიძლება თავიდან დაიწყოს:
ჩემი ჩამოწყვეტილი მუხლებიც.
ხელებიც.
გულიც.”