“მელიას ციხიდან გამოსაყვანად კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება ” – ირაკლი ქადაგიშვილი

"მელიას ციხიდან გამოსაყვანად კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება " - ირაკლი ქადაგიშვილი– თუ ადამიანს არ უნდა გარეთ გამოსვლა და ის არის მძევალი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც არის დამყარებული დესტრუქციაზე, რა გავაკეთოთ ჩვენ?! ალბათ კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება მელიას  ციხიდან გამოსაყვანად, – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა რუსთავი 2-თან.

ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, რომლის ერთერთი პუნქტი 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება. 23 თებერვალს სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია ამ ფორმით დააკავა.

ფორმულა