მსახიობი ჰელენ მაკრორი 52 წლის ასაკში, კიბოთი გარდაიცვალა.
ინფორმაცია მისმა ქმარმა, დემიენ ლიუისმა გაავრცელა.
ჰელენ მაკრორი ცნობილია სერიალ “ალესილ კეპებში” მონაწილეობით. მას ნათამაშევი აქვს ჰარი პოტერის 3 სერიაშიც.
“კიბოს წინააღმდეგ გმირული ბრძოლის შემდეგ ის მშვიდად გარდაიცვალა სახლში, გარშემორტყმული ოჯახის წევრების და მეგობრების სიყვარულით” – დაწერა დემიენ ლიუისმა ტვიტერში.