„ნებისმიერი პატიმარი სიამაყით გამოვიდოდა, როდესაც გირაოს ევროკავშირი უხდის“ – იაგო ხვიჩია

„ნებისმიერი პატიმარი სიამაყით გამოვიდოდა, როდესაც გირაოს ევროკავშირი უხდის“ – იაგო ხვიჩია„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მელიას შესახებ განაცხადა.

„მე არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულწრფელად აწუხებს ამ ამნისტიის შედეგად რასაც მივიღებთ ის საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ამაში რომ ეს ხალხი გულწრფელი იყოს, ამნისტია იყო მხოლოდ მეორე გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც ჰქვია ბატონი ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა.

პირველი გზა იყო ძალიან საპატიო, იმდენად საპატიო, რომლითაც სამყაროში ჩემი აზრით ნებისმიერი პატიმარი სიამაყით გამოვიდოდა გარეთ, როდესაც ევროკავშირი იხდის შენი გირაოს თანხას,“ – აცხადაბს ხვიჩია.