საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკა ბასილაშვილის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა.
მას ყოფილი ინვესტორი უჩივის, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
როგორც ყოფილი ინვესტორი ირწმუნება, მან დიდი წვლილი შეიტანა ბასილაშვილის კარიერულ წარმატებაში, სანაცვლოდ კი ტურნირებიდან საპრიზო თანხის გარკვეული ნაწილი უნდა მიეღო, რაც ქართველმა სპორტსმენმა არ გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმის განხილვა საქართველოს სასამართლოსა და საერთაშორისო არბიტრაჟში უახლოეს მომავალში დაიწყება.
ნიკა ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილიც უჩივის, რომელიც ძალადობას ედავება.
სპორტალი