“კომერსანტი” იმ კიდევ ერთი ადამიანის შესახებ წერს, რომელიც ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს უჩივის.
ეს პიროვნება ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავაა.
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ ირაკლი კაჭარავას ორმაგი, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს და იგი კომპანია “შპს ზენას” 100-პროცენტიანი წილის მფლობელია.
კომპანია 2020 წლის 5 მარტს დარეგისტრირდა.
კაჭარავა უცხოეთში სხვადასხვა ბიზნესს ფლობს. როგორც მისი ადვოკატი მარიკა არევაძე “კომერსანტთან” საუბარში აცხადებს, პრობლემა მხარეებს შორის მოლაპარაკების კონფიდენციალურ დეტალებს უკავშირდება.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობმა ბიზნესმენმა ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერულ წინსვლაში ფული ჩადო, სანაცვლოდ კი არაფერი მიუღია.
კაჭარავა ამტკიცებს, რომ ბასილაშვილს მისთვის ფულადი პრიზებიდან რაღაც გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა, თუმცა კონტრაქტი დაარღვია.
სპორტალი