საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში გამოთქმული საყვედური მმართველი პარტიის მისამართით, ადმინისტრაციული კოდექსის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, უსამართლოა.
მისივე თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში საუბარია არა კანონმდებლობის შინაარსზე, არამედ პროცედურაზე.
„ვფიქრობ, რომ უსამართლოა. თვითონ კანონმდებლობის შინაარსზე არ წერია, არის პროცედურაზე“, – აღნიშნა სამხარაძემ.
მისივე თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში წერია, რომ არ იყო საკმარისი დისკუსია ოპოზიციურ პარტიებთან, რაც ასე არ იყო და ოპოზიცია კომიტეტებში იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება ოპოზიციონერთა დანარჩენ ნაწილს, „კომიტეტის სხდომებზე და საპარლამენტო სესიაზე ძალით ვერავის მიიყვანენ“.
„ღირდა ნამდვილად. იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომელმაც დაკავების სხვადასხვა ვადების არსებობა გააუქმა და პარლამენტს დაავალა, რომ ცვლილებები კანონმდებლობაში პირველ ივნისამდე აესახა, – აღნიშნა სამხარაძემ.
სამხარაძე ასევე განმარტავს, რომ მმართველი პარტია მძიმე პირობებზე წავიდა, რასაც ოპოზიციონერები არ იმსახურებენ.
იპნ

