ვაშაძე და ჩარკვიანი „ოცნებასთან“ ცალკე მოლაპარაკებებს გამართავენ

ვაშაძე და ჩარკვიანი „ოცნებასთან“ ცალკე მოლაპარაკებებს გამართავენ“ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალური მოლაპარაკებებისთვის ოპოზიციის ნაწილი ემზადება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეხვედრას მმართველ პარტიასთან “გირჩი” გამართავს, დღეს კი “ოცნების” დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ სახელისუფლებო გუნდი “სტრატეგია აღმაშენებელთან” მოლაპარაკებებისთვისაც ემზადება:

“დარჩენილია ფანჯარა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან, რომელთანაც ერთი-ერთზე გაგრძელდება მოლაპარკების პროცესი და ჩვენ გვჯერა და გვაქვს ოპტიმიზმი, რომ მოხდება შეჯერება რიგ საკითხებზე და ისინი იქნებიან საქართველოს პარალმენტში წარმოდგენილნი. ეს არის ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც საჯაროდ აცხადებს მზაობს ამის თაობაზე, დიახ, ეს შესაძლებელია იყოს “გირჩი” და “სტრატეგია აღმაშენებელიც”, – განაცხადა ამილახვარმა.