პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნა

პარლამენტის აპარატის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დაინიშნასაქართველოს პარლამენტის აპარატს ქეთევან კვინიკაძე უხელმძღვანელებს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ქეთევან კვინიკაძე პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ქეთევან კვინიკაძეს აქვს საჯარო სამსახურში მენეჯერული საქმიანობის და არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

მუშაობდა აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში.