ფრიდონ ინჯია – “მესამედ თუ შეიგინა კაცმა, 6 თვე ან 1 წელი ციხეში ჩავსვათ”

ფრიდონ ინჯია - "მესამედ თუ შეიგინა კაცმა, 6 თვე ან 1 წელი ციხეში ჩავსვათ"დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის სხდომაზე დედის გინების აკრძალვაზე ისაუბრა.

– ზედმეტმა ლიბერალურმა მიდგომამ დაანგრია ქვეყანა. დედის გინება ჩვეულებრივი სალაპარაკო ენა გახდა. და ეს ყველაფერზე მოქმედებს. აქ წერია – ერთხელ 1.000 ლარამდე, მეორეჯერ 2.000 ლარამდე. მესამედ და მეოთხეჯერაც თუ გააკეთა, კვლავ 2.000-2.000 ლარით დაჯარიმდებიან?

მესამედ ან მეოთხედ თუ მოხდა, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და 6 თვე 1 წელი იჯდეს ის, – განაცხადა დეპუტატმა.