პოლიციამ თბილისში დაკარგული 15 წლის ბიჭი იპოვა

პოლიციამ თბილისში დაკარგული 15 წლის ბიჭი იპოვაპოლიციამ თბილისში დაკარგული 15 წლის ბიჭი იპოვა. მოზარდი თავს კარგად გრძნობს და უკვე ოჯახთან იმყოფება.

ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ბიჭი მცხეთაში იმყოფებოდა. მას ოჯახი გუშინ საღამოდან ეძებდა.