არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შეიძლება ეს უფრო ადრეც მოხდეს, – ამის შესახებ რუსმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა “რიანოვოსტს” განუცხადა.
“დღეის მდგომარეობით, არ ვიცი, როდის გავფრინდებით, შეიძლება, ეს უფრო ადრეც მოხდეს“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ ვინ უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, პოზნერი აცხადებს, რომ პოლიცია იცავს.
“ამჟამად სასტუმროში ვიმყოფები. უსაფრთხოდ ვარ“, – განაცხადა პოზნერმა.
მისივე თქმით, თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფირნდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო “ვინოტელის” დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. სასტუმრო “ვინოტელი” კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა. ამჟამად პოზნერი და მისი სტუმრები სასტუმრო “რუმსში” არიან დაბინავებული. “რუმსის” ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები.

