შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს
დოკუმენტს ხელი მოაწერეს:
სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად;
დავით ბაქრაძემ – ინდივიდუალურად;
ხათუნა სამნიძემ;
“გირჩმა”;
გიორგი ვაშაძემ;
ზურა ჯაფარიძემ;
ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ;
ალეკო ელისაშვილმა;
“ქართული ოცნებიდან” – არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
ენმ დოკუმენტს ხელს არ აწერს და სამადაშვილმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღო.
მხარეებმა ორბელიანების სასახლეში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან გადაინაცვლეს.
ახალი საწყისი ამ ქვეყნისთვის, მშვიდობიანი და საქმიანი- ასე შეაფასა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დოკუმენტის ხელმოწერა
ცერემონიას შარლ მიშელი ონლაინრეჟიმში ადევნებდა თვალს.
პოლიტიკოსებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმაც მიმართა და აღნშნა, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ჰარცელმა მადლობა გადაუხადა შეთანხმების მონაწილეებს.
შეთანხმება მიულოცა მხარეებს აშშ-ს ელჩმაც – ამ 6 თვის განმავლობაში ასეთ რთული მუშაობა გავწიეთ და აშშ-ს სახელით მინდა მოგილოცოთ ეს წარმატება – მიმართა კელი დეგნანმა ოპოზიციისა და ხელსუფლების ლიდერებს

