“ტვ. პირველის” ინფორმაციით, ქუთაისში, სახელმწიფო კლინიკის მეხუთე სართულიდან 64 წლის პაციენტი გადმოხტა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ჩხობაძის სახელობის კლინიკაში პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებული იყო და კლინიკაში შვილთან ერთად, 5 დღის განმავლობაში მკურნალობდა.
კლინიკის მენეჯერი ამბობს, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები არ აღენიშნებოდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

