რუსთავი-თბილისის ავტობანზე ჰონდა რკინის ჯებირს დაეჯახა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ჰონდა რკინის ჯებირს დაეჯახადღეს, 29 აპრილს, ავარია მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე.

ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოძრავი “ჰონდა”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და რკინის ჯებირს დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

ავარიის გამო მაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებული იყო.