კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა საგარეჯოში ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც imedinews-ს თვითმხილველმა აცნობა, მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, რომელიც მიყენებული დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.
გარდა ამისა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავდა 20 წლამდე ახალგაზრდა ქალი. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.