სალომე სამადაშვილი – “ნაცმოძრაობას დავტოვებ, როგორც კი მელია ციხიდან გამოვა”

სალომე სამადაშვილი - "ნაცმოძრაობას დავტოვებ, როგორც კი მელია ციხიდან გამოვა"სალომე სამადაშვილის განცხადებით, ის გამორიცხავს, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩეს, თუმცა პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთებას, ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ აპირებს.ამის შესახებ მან “ღამის კურიერში” განაცხადა:

“ოფიციალური განაცხადი პარტიის წევრობის დატოვებაზე არ გამიკეთებია ჯერ, ვთქვი, რომ ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ ნიკას გათავისუფლების შემდეგ. გამოვრიცხავ… მაგრამ ოფიციალურ განაცხადს პარტიის დატოვებაზე გავაკეთებ ნიკას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.