სენაკის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, თუმცა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

